პროექტი "ჯანსაღი ცხოვრების წესი"


ვირჩევთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს

ხშირად გვესმის - ცხოვრების ჯანსაღი წესი, და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც რას ნიშნავს ეს სიტყვები, რას გულისხმობს, რას მოიცავს? თუმცა მთავარი დეტალები ბევრს სათანადოდ არც კი აქვს გაცნობიერებული. ფაქტია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. საინტერესოა, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! ეს არის წესი, რომელიც ბავშვობიდანვე უნდა გაითავისოს ყველა ადამიანმა, ამიტომაც გადავწყვიტე, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების პროცესში რამოდენიმე საკითხის შესწავლა  ამ უმნიშვნელოვანესი თემით გამეშალა. სასარგებლო რჩევების დახმარებით კიდევ ერთხელ შემეხსენებინა მოსწავლეებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები და მათი დაცვის აუცილებლობა.


შესრულებული სამუშაოს მოკლე აღწერა

სამუშაოს მიზანია:  ცხოვრების ჯანსაღი წესის  პროპაგანდა  მოზარდებში და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა  ეკოლოგიური განათლების გზით

სწავლების საფეხური: საბაზო. მეხუთე კლასი

წინასწარი ცოდნა:  მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია  ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებსამუშაოს მიზანია ამ ინფორმაციის თავმოყრა ციფრული საშუალებების დახმარებით. კერძოდ, ინტერნეტში მასალების მოძიება  და პრეზენტაციების, ბუკლეტებისა  და კითხვარის მომზადება

ვადები: ერთი თვე (ხუთი გაკვეთილი)

სამუშაოს მსვლელობა: პროექტებით სწავლება, ვფიქრობ, ერთ-ერთი საინტერესო მეთოდია, მითუმეტეს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლისას

პირველ ეტაპზე მოხდა მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა. შეთავაზებული იყო რამოდენიმე თემამოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე, არჩეული და საბოლოოდ წარდგენილი იყო შემდეგი თემები:
·      ჯანსაღი კვება
·      ფიზიკური აქტივობა (ვარჯიში და სპორტი)
·      ჰიგიენა
·      სუფთა და ჯანსაღი გარემო
·      ეკოლოგია
მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და იმსჯელეს ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე (როგორ დავამკვიდროთ ყოველდღიურობაში ფიზიკური აქტივობა, ჰიგიენა, ჯანსაღი კვება, როგორ შევქმნათ ჩვენს ირგვლივ სუფთა და ჯანსაღი გარემო)

ამის შემდეგ კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად. მე თვალს ვადევნებდი მათ მუშაობას და გაოცებული დავრჩი მათი ურთიერთდამოკიდებულებით და თანამშრომლობით. დავინახეროგორ ყურადღებით უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ სხვათა მოსაზრებებს. თუ რომელიმე საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვებოდა, მასწავლებლის აზრსაც ითვალისწინებდნენ. ამ პროექტმა დამანახა, რომ ასეთი მიდგომა აუცილებელია განსაკუთრებით ამ ასაკის მოსწავლეებში.

მესამე ეტაპზე  ჯგუფებში მომზადდა ბუკლეტები MS Word-ში, პრეზენტაციები Power Point-ში, ასევე კითხვარები Google Forms-ში. კლასში მომზადებულ მასალას ტვირთავდნენ Google Drive-ზე და შემდეგ ჩემგან დამოუკიდებლად ამუშავებდნენ.

ბოლოს, კლასში მოეწყო გამოკითხვა, ყველამ მიიღო მონაწილეობა კითხვარის შევსებაში, წარმოადგინეს პრეზენტაციები და დაარიგეს ბუკლეტები.

დავგეგმეთჯანსაღი ცხოვრების წესები გავაცნოთ პირველი კლასის მოსწავლეებს და გავიგოთ რამდენად აქვთ მათ გაცნობიერებული მათი დაცვის აუცილებლობა. მოსწავლეები წარადგენენ პრეზენტაციებს და მისცემენ უმცროს მეგობრებს რჩევებს.

შედეგები:  ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია მოსწავლეთა თანამშრომლობის უნარის განვითარება, ასევე მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრის გზების ძიებავერბალურ-ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებადამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარება და სხვისი აზრებისა და შეხედულებების პატივისცემაგადაწყველილების თამამად მიღების უნარის განვითარება

მოსწავლეებს უყალიბდებათ პრობლემის სხვადასხვა ასპექტის გააზრების და გაანალიზების უნარი, უღრმავდებათ შემეცნებითი ინტერესები და შეძლებენ გაიზიარონ სხვათა გამოცდილება.

მეორე მხრივ, ნათლად ხედავენ როგორ არის შესაძლებელი თანამედროვე ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვა საკითხის ძირეულად შესწავლის და წარდგენის დროს.

დასკვნა:  სამუშაოს შედეგი ცხადად დავინახე როდესაც MS Excel-ის შესწავლისას, ერთ-ერთი ამოცანის განხილვის დროს, ჩემთვის მოულოდნელად, მოსწავლეთა ნაწილმა ეკოლოგიასა და ჯანმრთელობაზე გადაიტანა ყურადღება. უნდა აგვერჩია სატრანსპორტო საშუალება პიკნიკზე ქალაქგარეთ გასამგზავრებლად. ამოცანაში მოითხოვებოდა სიჩქარის და სამგზავრო დროის განსაზღვრა. უნდა აგვეგო დიაგრამები და ამოგვერჩია ამ შემთხვევაში ყველაზე მოსახერხებელი სატრანსპორტო საშუალება. მოსწავლეებმა ააგეს ცხრილი, დიაგრამები, დაადგინეს სწრაფი ტრანსპორტის სახეობა, მაგრამ აირჩიეს ველოსიპედი. იმსჯელეს ელექტრომობილებისა და ელექტროციკლების დადებით მხარეებზე. გადავწყვიტეთ მოგვეძიებინა ინფორმაცია და მოგვეწყო ამ საკითხზე  პრეზენტაცია. 

რეკომენდაციები მათთვის, ვინც მსგავსი სამუშაოს ჩატარებას დაგეგმავს:
პროექტის თემა ამ ასაკის მოსწავლეებისათვის ძალზე აქტუალურია. კარგი იქნება თუ საკითხის განხილვაში ჩაერთვებიან ბუნებისა და მათემატიკის პედაგოგებიც. ჩატარდება დებატები და გამოკითხვის შედეგების ანალიზი. საინტერესო იქნება გამოკითხვა ორ განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფთან ჩატარდეს და მოხდეს შედარება რამდენად აქვთ მათ გაცნობიერებული ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვის აუცილებლობა



რესურსები


ბუკლეტი   1   2    3     4

პრეზენტაციები  1   2    3    4

  


No comments:

Post a Comment